Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები-განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ფარგლებში თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი 2 თებერვალს გეგმავს შემდეგი სახის ღონისძიებების ჩატარებას:

„ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა უწყვეტი განათლების კონტექსტი“ . შეხვედრას წარუძღვებიან თსუის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები, ეკატერინე ფირცხალავა და ზაქარია ქიტიაშვილი, ასევე, თსუ-ის „განათლების მეცნიერებების“ საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, მარინე გოგნელაშვილი. დამსწრე საზოგადოებად განისაზღვრა „განათლების მეცნიერებების“ სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები. დრო: 12:00-13:00 სთ. ჩატარების ადგილი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ-ის მე3 კორპუსი, აუდიტორია 109;

„უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროცესში“. მოცემული შეხვედრის ფარგლებში თსუის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას სასწავლო პროცესში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩატარების ადგილი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ-ის მე3 კორპუსი, აუდიტორია 110;

„დამწყები მასწავლებლების მიერ სტუდენტებისათვის გამოცდილების გაზიარება“ მასწავლებლის მომზადების 60კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულები ისაუბრებენ სირთულეების შესახებ, რომლებიც გადახდათ კარიერის დასაწყისში/სწავლების პროცესში და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტს. დრო: 15:00-16:00 სთ. ჩატარების ადგილი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ-ის მე3 კორპუსი, აუდიტორია 109;